12 მარტს, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით, არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანი გაემგზავრა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.
ბაკო საჰაკანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის კონგრესში. შეხვედრის შესახებ განცხადება უკვე გამოქვეყნდა და მასში სავარაუდოდ, კონგრესის სომეხთა ჯგუფის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
სომხური მედიის ინფორმაციით, ბაკო საჰაკანის ვიზიტი აშშ-ში გამაღიზიანებელი იქნა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის. გუშინ აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩი რობერტ სეკუტა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ვაშინგტონში არცახის პრეზიდენტის ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გადასცეს.
ოფიციალურ ბაქოს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ბაკო საჰაკიანს აშშ-ის კონგრესის შენობაში ოფიციალური შეხვედრები ექნება. აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩმა ასევე გამართა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში და უკმაყოფილება გამოთქვა ვიზიტის შესახებ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021