ბაქო მზადაა განიხილოს მძევლების გაცვლის საკითხი. ამის შესახხებ აზერბაიჯანის მძევალთა, ტყვეთა და უგზო უკვლოდ საკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მდივანმა ისმაილ ახუნდოვმა განაცხადა.
“წარსულში გაცვლის შესახებ შემოთავაზებები იყო. აზერბაიჯანს შეუძლია განიხილოს ეს საკითხი. ჩვენ ვაპირებთ ვიმუშავოთ და წინ წავიდეთ ამ მიმართულებით”,- Minval.az-ის სტატიაზე დაყრდნობით წერს სომხური მედია.
მან ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტმა მიმართა საერთაშორისო სტრუქტურებს დივერსანტების შაჰბაზ გულიევისა და დილჰამ ასკეროვის დაბრუნების საკითხით, რომლებიც ამ დროისთვის სომხურ მხარესთან იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ წითელი ჯვარის საერთაშორიო კომიტეტის ინფორმაციით, სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეების მიერ დაკავებული არის 5 მოქალაქე, 2014 წელს ყარაბაღის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის და კრიმინალური დანაშაულის გამო ნასამართლევი დილჰამ ასკეროვის და შაჰბაზ გულიევის ჩათვლით.