მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინინმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ტაკჰიკო ნაკაოას დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრის განმავლობაში ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელებით და უკანასკნელის მეშვეობით სომხეთის კერძო სექტორის დაფინანსების ხელშეწყობით.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის გააგრძელოს და გააღრმავოს თანამშრომლობა ქვეყნის ახალ მთავრობასთან.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ინფრასტრუქტურის განვითარების, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობას. მათ ასევე განიხილეს ჩრდილოეთი-სამხრეთი ავტომაგისტრალის პროექტი.