უსაფრთხოების მიზნით მთავარი მაგისტრალის ბაღანისი-ვოსკეპარის მონაკვეთი დროებით გადაიკეტა.
15 აპრილს, დაახლოებით, 14:00 საათზე აზერბაიჯანულმა მხარემ ტავუშის რეგიონის სოფელ ბაღანისის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
“ამჟამად სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის ბაღანისი-ვოსკეპარის მონაკვეთი დაკეტილია. ეს მოხდა უსაფრთხოების მიზნით. მანქანების მოძრაობა შემოვლითი გზით ხდება,” – განაცხადა ბაღანისის გამგებელმა ნარეკ საჰაკიანმა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მანამდე, 12 აპრილს, ტავუშის რეგიონის სოფელ ბაღანისის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, სატვირთო ავტომანქანის საქარე მინას სნაიპერმა ესროლა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021