“აზერბაიჯანული სამრეცხაო”-The Guardian ბრიტანეთში აზერბაიჯანული მილიარდების გათეთრების შესახებ

აზერბაიჯანის მმართველმა ელიტამ დაახლოვებით 2.9 მილიარდი დოლარის „შავი სალარო“ გამოიყენა ბრიტანეთში მთელი რიგი გაუმჭვირვალე ორგანიზაციების მეშვეობით ფულის არაკანონიერად გამოყენების, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ქრთამის გადახდისა და ძვირადღირებული საყიდლებისთვის, ამის შესახებ  გავლენიანი გამოცემა The Guardian წერს.

აზერბაიჯანის მთავრობამ 2012-2014 წლებში 16 ათასზე მეტი საიდუმლო გადახდები განახორციელა.

ამ თანხის ნაწილი  პოლიტიკურ მოღვაწეებსა და ჟურნალისტებს საერთაშორისო ლობისტური საქმიანობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიმართ კრიტიკის თავიდან ასაცილებლად და ნავთობით მდიდარი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად დაიხარჯა.

დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები, რომელთა საშუალებითაც ალიევი ფულს იხდიდა ყალბი პირების სახელებით იყვნენ რეგისტრირებულები. ამ ფიქტიური კომპანიების ანგარიშებიდან არის გადახდილი ასევე აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების პირადი ხარჯებიც.

The Guardian-ის ჟურნალისტების გამოძიებამ გამოავლინა, რომ დიდ ბრიტანეთში 9 მილიონზე მეტი დოლარი დაიხარჯა ძვირადღირებული ნივთებისა და კერძო სკოლებში  განათლებაზე.

2012-2014 წლებში  2,9 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღე აზერბაიჯანიდან საშუალოდ სამი მილიონი დოლრი ირიცხებოდა. საერთო ჯამში, სხვადასხვა ვალუტაში 16, 000  გადარიცხვა განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თანხების წყარო ყოველთვის ცნობილი არაა, ცალსახაა, რომ ისინი ქვეყნის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სამინისტროების, ასევე ბოლო დროს გაკოტრებულად გამოცხადებული აზერბაიჯანული კომპანიების მხრიდან გადაირიცხა.

აღნიშნული ოთხი კომპანიიდან ორი განლაგებულია გლასგოში

ნაღდი ფული გადაირიცხა ოთხი ოფშორული ბრიტანული კომპანიის  (Hilux Services, Polux Management, Metastar Invest , LCM Alliance) მეშვეობით. ეს თანხა შემდგომში სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, თურქეთში, ირანსა და ყაზახეთში დაიხარჯა.

როგორ განხორციელდა

“ფულის სამრეცხაო” დასავლეთის ფინანასური სისტემის ჭკვიანურად გამოყენების გზით განხორციელდა. ეჭვების გასაქარწყლებლად გადარიცხვები დანიის უმსხვილესი ბანკის (Danske) ესტონეტში მდებარე პატარა ფილიალის მეშვეობით განახორციელდა. გარდა ამისა, სქემის ორგანიზატორებმა გამოიყენეს დიდ ბრიტანეთში კომპანიების საქმინობის კონტროლის სისტემის სუსტი მხარეები. საინტერესოა, რომ სქემაში ჩართული 4 ბრიტანული ოფშორული კომპანიის მეპატრონეების შესახებ ინფორმაცია არ არასებობს. მოგვიანებით Danske-მ აღიარა, რომ თავისი ფილიალის მეშვეობით განხორციელებული საეჭვო გადარიცხვების შესახებ  მხოლოდ 2014 წელს შეიტყო და მაშინვე შეატყობინა ხელისუფლებას რეაგირებისთვის.

ვინ იყვნენ  „აზერბაიჯანული სამრეცხაოდან“  თანხის მიმღებები

მთელი რიგი ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსები. მათგან ერთ-ერთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ყოფილი თავმჯდომარე, იტალიელი ლუკა ვოლონტე. სხვათა შორის, ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ დეპუტატთაგან ერთ-ერთია, რომელმაც 2013 წელს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის დამგმობი ანგარიშის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ლუკა ვოლონტე

გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ვოლონტემ ალიევის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკული ანგარიშისთვის ხმის არ მიცემისთვის 2 მილიონი დოლარი მიიღო.  გარდა ამისა, ოფიციალური პირის სახელი განიხილება ეგრეთ წოდებულ „ხიზილალას დიპლომატიურ“/ (caviar policy) სკანდალში, რომელიც ასევე დაკავშირებულია აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან ევროპელი დიპლომატების მოსყიდვასთან.

სხვა კორუმპირებულ მაღალჩინოსან პირთა სიაშია გერმანელი ყოფილი დეპუტატი ედუარდ ლინთენერი, რომლის ანგარიშზე აზერბაიჯანულმა მხარემ 819,500 ევრო გადარიცხა. ცნობილია, რომ აზერბაიჯანის ბოლო არჩევნების დროს ლინთერი როგორც დამკვირვებელი აზერბაიჯანს ეწვია, ხოლო შემდეგ დააფიქსირა, რომ საარჩევნო პროცესი „გერმანული სტანდარტების“ შესაბამისად ჩატარდა. ამის სანაცვლოდ მან ბაქოდან 61,000 ევრო მიიღო.

ვინ არიან აზერბაიჯანელი ბენეფიციარები

მათი დიდი ნაწილი ბაქოდანაა, მაგალითად, მამმადოვები, რომლებიც ქვეყნის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ოჯახებიდან ერთ-ერთია. საუბარია აზერბაიჯანის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს ზია მამმადოვსა და მის ვაჟზე. ბენეფიციარებიდან ასევე არიან ლონდონში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომელი ორჰან სულთანოვი და ანგლო-აზერბაიჯანული კომპანიის მაღალჩინოსანი ჯოვდათ გულიევი. მათი მტკიცებით, აზერბაიჯანიდან ანგარიშზე გადარიცხული თანხები მათ კანონიერად მიიღეს.

საიდან გაჟონა „აზერნაიჯანული სამრეცხაოს“ შესახებ ინფორმაციამ

ინფორმაცია დანიურმა სააგენტომ Berlingske-მ ორგანიზებული დანაშაულისა და კორუპციის გამოძიებით დაკავებული ჟურნალისტებს, The Guardian-სა და სხვა მედია პარტნიორებს მიაწოდა.

Leave a Reply