Latest posts by Aliq Media (see all)
5 წლის წინ, როდესაც უნგარეთმა აზერბაიჯანს რამილ საფაროვი რამდენიმე მილიონად გადასცა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იგი შეიწყალა და ეროვნულ გმირად გამოაცხადა. ამ ამბავმა მკაცრი კრიტიკა და უნგრეთში საერთაშორისო თანამეგობრობის უკმაყოფილება გამოიწვია – წერს The Budapest Beacon.
წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფაროვის ექსტრადიცია ალიევსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის გარიგების შედეგად მოხდა.
Átlátszó.hu უნგრეთის საგამოძიებო ჟურნალისტური ორგანიზაციის, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების ცენტრის (OCCRP) და სხვა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ბუდაპეშტის MKB ბანკში გახსნილ ანგარიშებზე საერთო ჯამში 7 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების რამდენიმე საბანკო გადარიცხვა განხორციელდა, ზუსტად მაშინ, როდესაც უნგარეთის მთავრობამ საფაროვი აზერბაიჯანს გადასცა.
რამილ საფაროვი და გურგენ მარგარიანი 2004 წელს ბუდაპეშტში ნატო-ს დაფინანსებულ ინგლისურენოვან კურსებში მონაწილეობდნენ. 2004 წლის 19 თებერვალს საფაროვმა სომეხი ოფიცერი ცულით მოკლა. 2006 წელს კი ბუდაპეშტის სასამართლომ მას 30 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, 2012 წლის აგვისტოს ბოლოს უნგარეთმა საფაროვი აზერბაიჯანს დაუბრუნა, სადაც ის ალიევმა შეიწყალა.
“აზერბაიჯანული სამრეცხაო” 2012-2014 წლებში აზერბაიჯანის მთავრობის მიერ პოზიტიური საერთაშორისო იმიჯისსაყიდლად 2,9 მილიარდი დოლარის გადარიცხვებს უკავშირდება. ამ პერიოდის განმავლობაში, საერთო ჯამში 16, 000-ზე მეტი გადარიცხვა განხორციელდა.