აზერბაიჯანული მონაცემები სომხური არმიის მიერ განხორციელებული საპასუხო მოქმედებების შესახებ

აზერბაიჯანული მედია აქვეყნებს მთელ რიგ მონაცემებს, თუ რა საზიანო შედეგები მოაქვს სომხური არმიის მოქმედებებს.

არცახის თავდაცვის არმიის მოქმედებების შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ 27 აპრილიდან 28 აპრილის ღამემდე სომხურმა სამხედრო ძალებმა სამხედრო მოქმედებები განახორციელა თართარისა და აღდამის რაიონების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზარალდა აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფები და ზოგი სამოქალაქო რაიონი. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ზემოთ აღნიშნული მოქმედებების შედეგად მოკლულია 1 და დაჭრილია 8 აზერბაიჯანელი.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციის თანახმად, სომხური მოქმედებების შედეგად დაზარალდა ასევე აღდამის საპირუტყვო ფერმებიდან ერთ-ერთი. სომხური არმიის მიერ მიყენებულ  დარტყმათა შედეგად დაიხოცა საქონელი – 11 მსხვილფეხა რქოსანი, 19 დაშავდა. სოქონელი აზერბაიჯანში ჩამოყვანილი იყო გერმანიიდან.

აზერბაიჯანელთა ცნობით, ასევე თავდაცვის არმიის მიერ გაჩაღებულ შემაკავებელი მოქმედებების შედეგად, დაზარალებულა ზემოთხსენებული რაიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებების შედეგად ქვეყნის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა.

აზერბაიჯანის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, სომხურ-აზერბაიჯანულ  სასაზღვრო დასახლებულ პუნქტებში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ სომხური არმიის მოქმედებების შედეგად ორი სახლი  მნიშვნელოვნად  დაზიანდა, ხოლო ერთს ესაჭიროება სერიოზული სარემონტო სამუშაოები.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით aravot.am  წერს, რომ უმეტესწილად დაზარალებულდა აღდამის რაიონი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვითარება ასეთია:

აღდამში განადგურებულია 12 სახლი, 1 მაღაზია, 1 სახლი დაიწვა, 59 კი სხვადასხვა დონეზეა დაზარალებული და ესაჭიროება სარემონტო სამუშაოები.

თართარის რაიონთან დაკავშირებით მედია წერს, რომ სომხური არმიის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად 10 დასახლებულ პუნქტში დაზარალდა 58 სახლი.

 

Leave a Reply