დღეს საღამოს 7 საათზე, ნოემბრიანის რაიონში აზერბაიჯანულმა დივერსიულმა ჯგუფმა შეღწევა სცადა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
ინფორმაციის თანახმად, სომხურ მხარეს მსხვერპლი არ ჰყავს, თუმცა ოპერაციების შედეგად ორი ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა.
ამავდროულად, აზერბაიჯანულმა მხარემ სროლა განახორციელა სოფელ ბაღანისისა და ვოსკევანის მიმართულებით, რის შედეგადაც სოფელ ვოსკევანში 14 წლის მოზარდი დაშავდა. მას ჭრილობა მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021