აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მთიან ყარაბაღის ტერიტორიაზე სამთომადნო საქმიანობას ეწევიან სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
31 მარტს, აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ სისხლის სამართალის საქმის აღძვრას აპირებს კომპანიების Vallex Group, Base Metals, ACP, “თეღუტ”, “სამთომეტალურგიის ინსტიტუტის” და ფიზიკური პირების წინააღმდეგ.
“გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ სომხეთსა და სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებულმა ზემოთ აღნიშნულმა კომპანიებმა, ასევე ინდივიდებმა უკანონოდ გადაკვეთეს აზერბაიჯანის სახემწიფო საზღვარი, მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (კერძოდ: ქელბაჯარის,ზანგელანის, თართარის) რეგისტრაციის გარეშე უკანონო შემოსავალი მიიღეს დიდი რაოდენობით ოქროსა და სხვა ფერადი ლითონების მოპოვების შედეგად. ამ ინფორმაციის დაზუსტება შეიძლება Azersky-ის სატელიტური გამოსახულებებით. აზერბაიჯანი მიმართავს საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებს, რომ კომპანია Azergold-ის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვროს. შემდგომ კი განცხადებას შეიტანს საერთაშორისო სასამართლოში და ამ კომპანიების სახელმწიფოთა სამართალდამცავ დაწესებულებებში,” – განაცხადა აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ.
ბოლო პერიოდში მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ნამდვილად მიმდინარეობს აქტიური სამრეწველო საქმიიანობა, კერძოდ, Vallex Group-მა დრმბონში სამთომადნო მრეწველობა დაიწყო, ხოლო 2012 წელს Vallex Group-მა გამოცხადა, რომ მარტაკერტის რაიონის კაშენის სამთომადნო არეალში 80 მილიონი დოლარის ფარგლებში ინვესტიციას აპირებს.
2018 წლის 20 თებერვალს, მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანი კომპანია Base Metals-ის წარმომადგენლებს შეხვდა და აღნიშნა, რომ სამთომადნო მრეწველობის განვითარება მთიანი ყარაბაღის ყურადღების ცენტრში იქნება.