ჩვენ გვაქვს ისრაელური, რუსული, ბელორუსული, თურქული და უკრაინული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული მკაფიო მტკიცებულებები. ამ იარაღის ზოგიერთი სათადარიგო ნაწილი სხვა ქვეყნებში იყო წარმოებული. შესაბამისად, მეორე დონეზე, ამ სახელმწიფოებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა. ამის შესახებ არცახის რესპუბლიკის სახალხო დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
“აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ხელშია სულ მცირე სომეხი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ამ ცხედრების მიმართ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩაიდინა დარღვევები, რომელიც აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით”, – განაცხადა ბეგლარიანმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა მაღალი სიზუსტით გამოიყენა შორსმსროლელი რაკეტები და იარაღები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. “აშკარაა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზარალის მიყენების ხაზგასმული განზრახვა ჰქონდა.”
როგორ ბეგლარიანმა აღნიშნა, ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან ამგვარი დანაშაულების დროს დაუყოვნებლივ ეწვიონ არცახს და ადგილზე თავიანთი ობიექტური ფაქტების შემგროვებლური მისიით დააფიქსირონ ის რაც აქ ხდება.
“ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ სულ მცირე ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.
მე მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოების იმ ქვეყნებს, რომლებმაც აზერბაიჯანს მიჰყიდეს და ჰყიდიან იარაღს, დაინახონ, რომ ეს იარაღი მიზანმიმართულად და განურჩევლად გამოიყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამ ქვეყნებს ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა მომხდარ დანაშაულებებზე”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021