სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ტონოიანმა საინფორმაციო სააგენტოსთვის armtimes.com მიცემულ ინტერვიუში გასცა ბოლო დღეებში მოსახლეობისთვის ძალზე ამაღელვებელ რამდენიმე შეკითხვას. მინისტრის მოადგილის პასუხები საყურადღებოა.
წარმოგიდგენთ ინტერვიუს:
ბატონო ტონოაიან, არსებობს ინფრომაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ისევ უნდა ეწვიოს მოსკოვს. ამჯერად თუ შეძლებს რაიმე შედეგს მიაღწიოს, რუსეთისგან კრედიტების სანაცვლოდ შეძენილი შეიარაღების სომხეთში ჩამოტანის საკითხში? ასევე გთხოვთ, დაასახელოთ, თვენი თვალსაზრისით, რა არის დაგვიანების მიზეზი.
დ.ტ. – სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება მასმედიისთვის. უფრო მეტიც, შექმნილ სიტუაციაში გადაზიდვების პროცესის დასაჩქარებლად ხორციელდება სამუშაოები. ეს მოხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ეს დაგეგმილია ხელშეკრულების შესაბამის ვალდებულებებში. ამ თვალზაზრისით დაბრკოლებები არ არსებოსბს. ჩვენი სპეციალიტები შედეგიანად მუშაობენ რუს კოლეგებთან.
-ამ დღეებში განიხილება ჩინეთისგან იარაღის შეძენის საკითხი. რამდენადაა შესაძლებელი, ის აღმოჩნდეს რუსული იარაღის რეალური ალტერნატივა?
დ.ტ. – საკითხი არაკომპეტენტური საუბრების სფეროდანაა. სინამდვილეში, თვითმიზანი არ არის ნებისმიერი სახეობის სამხედრო ტექნიკის შეძენა. საერთოდ, სამხედრო ძალების საჭიროებები ფორმირდებიან კონკრეტული შესაძლებლობების მოთხოვნის მიხედვით. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ქვეყნის წარმოებული იქნება. ამ შემთხვევაში მოქმედებს ტექნიკური სტანდარტი/ხარისხი/ფასი, ლოგიკა და სომხეთის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს ყველა შესაძლებლობას.
ამავე დროს, აუცილებლობად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ იარაღის ყიდვა-გაყიდვის ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთისთვის ბაზარი ღიაა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და აშშ-ში მოქმედებს სამხედრო დანიშნულების ზოგი ნაწარმის ექპორტის პოლიტიკური შეზღუდვები, დაპირისპირებაში მყოფი ქვეყნებისთვის.
-აქტიურად განიხილება მაისის სამმაგი დღესასწაულის დღეებში აზერბაიჯანის მხრიდან ფართომასშტაბიანი მოქმედებების წამოწყების შესაძლებლობა. ფრონტის ხაზზე სამხედრო ტექნიკისა და ადამიანური რესურსების კონცენტრაცია აღინიშნება. რას ფიქრობთ, აზერბაიჯანი წავა მსგავს ნაბიჯზე?
დ.ტ. – მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია მზადაა სიტუაციის ნებისმიერი გავითარებისთვის, ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერ დროს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში მოცულობის თვალსაზრისით აზერბაიჯანის სამხედრო ძლები, სამხედრო რიტორიკის პარალელურად, პირველად გადავიდა „ძლიერ დაცვაზე“.