რუსული საინფორმაციო სააგენტოს Ria.ru-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის ახალი მთავრობა რეალურ ნაბიჯებს გადადგამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სასწრაფოდ მოგვარებისათვის.
“ვიმედოვნებ, რომ სომხეთის ახალი მთავრობა არ გაიმეორებს მანადე არსებულ შეცდომებს, ხელს შეუწყობს სერიოზულ მუშაობას კონფლიქტის უახლოეს მოგვარებისთვის. ეს იქნება არა იმიტაციისათვის, არამედ რეალური მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისთვის “, – განცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ არცახის კონფლიქტის მოგვარებით იქნება შესაძლებელი კავკასიაში მშვიდობის დამყარება.
“ჩვენ გვინდა კონფლიქტი მოგვარდეს, ჩვენ გვაქვს უფლება. იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების გზით მოგვარდება”, – აცხადებს ალიევი.