აზერბაიჯანი სომხეთს ემუქრება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც სომხეთის სამხედრო თვითმფრინავების და ვერტმფრენების განადგურებით იმუქრება. ამის შესახე  Minval.az იტყობინება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რეგულარული პროვოკაციული ქმედებები განახორციელა და ინფორმაცია გაავრცელა, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო ავიაციის მხარდაჭრით სასწავლო ფრენებს განახორციელებს.

“თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე მხრის ნებისმიერი საჰაერო ტრანსპორტი, რომელიც შეეცდება აზერბაიჯანის არმიის წამყვან პოზიციებთან დაახლოებას, დაუყოვნებლივ განადგურდება. სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა პასუხისმგებელი იქნება შესაძლო დანაკარგებზე”, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურმა.