აზერბაიჯანი შემდეგი შეტევისთვის ემზადება – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე შემდეგი შეტევისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არწრუნ ჰოვჰანნისიანმა ფეისუქის თავის გვერდზე დაწერა.

„მოწინააღმდეგემ ძლიერი საარტილერიო მომზადება დაიწყო, შემდეგი შეტევისთვის ემზადება“, – წერს ჰოვჰანნისიანი.

მოგვიანებით კი ჰოვჰანნისიანმა დაწერა, რომ რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთ უპილოტო მფრინავ აპარატს დავარტყით.