
“აზერბაიჯანი გამოსავალს ეძებს არსებულ ვითარებაში და მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება სურს,” – აცხადებს ალი აჰმედოვი.
“აზერბაიჯანი გააფართოვებს ურთიერთობებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას” – , განაცხადა მმართველი პარტია “იენი აზერბაიჯანის” აღმასრულებელმა მდივანმა ალი აჰმედოვმა.
მან აღნიშნა, რომ ბაქოს მთავარ პრობლემას ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი წარმოადგენს და საგარეო პოლიტიკის მოწყობის პროცესი ზუსტად ამ კონტექსტით განიხილება.