აზერბაიჯანის ფარიკაობის ნაკრები მონაწილეობას არ მიიღებს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატში, რომელიც ერევანში გაიმართება, წერს აზერბაიჯანული საინფორმაციო ვებ-გვერდი haqqin.az.
აზერბაიჯანის ფარიკაობის ფედერაციამ მედიას განუცხადა, რომ ტურნირი არ შედის მათ კალენდარულ გეგმაში.
აზერბაიჯანი არც გასულ წელს მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა.
ფარიკაობის ჩემპიონატი ერევანში 15-19 აპრილს გაიმართება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021