საქართველო და ევროკომისია შეთანხმდნენ კასპიის ზღვის ფსკერის გავლით გაზსადენის თანადაფინანსებაზე. ახალი გაზსადენი აზერბაიჯანსა და თურქმენეთს გააერთიანებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აღმოსავლეთ-დასავლეთი ენერგეტიკის დერეფნის საკითხებში მრჩეველმა გიორგი ვაშაყმაძემ განაცხადა. მისი აზრით, გაზსადენის მშენებლობისთვის საერთაშორისო კონსორციუმის შექმნა იგეგმება.
“თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენის გაყვანამ ევროპას საშუალება მისცა რუსეთის კონტროლის გარეშე მიეღო ბუნებრივი აირი, ამჯერად აზერბაიჯანული გაზი ანალოგიურ საშულებას მისცემს ევროკავშირს. დასავლეთი აცნობიერებს აზერბაიჯანის მნიშვნელოვან როლს ამ საკითხთან დაკავშირებით” , – აღნიშნა გიორგი ვაშაყმაძემ.