
27 მარტს, დაახლოებით, დილის 11 საათზე, ერევნის ნორ ნორქის უბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სომხეთის პოლიციის და საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, გაის გამზირზე 6 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს, მათგან 3 გაჩერებული იყო.
წინასწარი ინფორმაციით, გზის დასაშვებ ადგილას გაჩერებულ ოპელს ჰონდა შეეჯახა, რის შდეგადაც ოპელის მძღოლი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერევნის მცხოვრები 52 წლის ვრეჟ თადევოსიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.