
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალთან დაახლოებით 15:00- 15:30 საათზე მერსედეს ბენზ ვიტო მანქანამ დიდი სიჩქარით დაეჯახა ნივას, რის შედეგად ნივა გადაბრუნდა, ხოლო მერსედესი მოძრაობის ზონიდან გავიდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა მძღოლები მძიმედ დაშავდნენ.
შემთხვევის ადგილას 2 სააწრაფო დახმარების და 3 პოლიციის მანქანა მივიდა.
დაშავებული მძღოლები საქართველოს მოქალაქეები არიან. მერსედესის მძღოლი ეროვნებით სომეხი, ხოლო ნივის მძღოლი აზერბაიჯანელია.