ავსტრალიაში პირველად განიხილავენ სომხების გენოციდის აღიარების საკითხს

25 ივნისს, ავსტრალიის პარლამენტში პირველად განიხილება სომხების გენოციდის აღიარების საკითხი. ამის შესახებ, ავსტრალიის  სომხური სასამართლოს კომიტეტი (ANC-AU) იტყობინება.

აღიარების წინადადებას მხარს უჭერენ ავსტრალიელი დეპუტატები თრენტ ციმერმანი და ჯონ ალექსანდრი.

ავსტრალიის  სომხური სასამართლოს კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ჰაიკ კაისერიანი იმედოვნებს, რომ დისკუსია ეფექტური იქნება. გენოციდის აღიარების წინადადებას მხარს უჭერენ ასევე კოალიციის მთავრობის წევრები და ავსტრალიის ლეიბორისტული პარტია.

Leave a Reply