Latest posts by Aliq Media (see all)
27 მაისს, ინიციატივა „ავრორას“ ფარგლებში, პრემიის დამფუძნებლები, სტუმრები, 2017 წლის ნომინანტები და მსოფლიო პრესის წარმომადგენლები დილიჯანის კოლეჯს სტუმრობდნენ.
კოლეჯის სპორტდარბაზში მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებნოდნენ „ავრორას“ დამფუძნებლები, ცნობილი ფილანტროპები, მსოფლიოს უმსხვილესი გამოცემების ჟურნალისტები, ლტოლვილთა პრობლემებზე მომუშავე და განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანები. ისინი განიხილავდნენ დღევანდელი კაცობრიობის წინაშ მდგარ ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს.
ხვედრა გახსნა პრემია „ავრორას“ ერთ-ერთმა თანაანვტორმა, დილიჯანის კოლეჯის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა და ფილანტროპმა, რუბენ ვართანიანმა. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი კოლეჯისთვის. სტუდენტებს გამოსაშვები საღამო აქვთ. მართალია ეს მხოლოდ მეორე გამოშვებაა ჩვენი კოლეჯის ისტორიაში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მიზანი მიღწეულია. ეს ახალგაზრდები მზად არიან შეცვალონ მსოფლიო. ამ დარბაზში იმყოფებიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც ბავშვებს ვერც ვუწოდებ, იმიტომ, რომ საკუთარ თავს რომ ვადარებ ამავე ასაკში, ისინი ჩემზე ბევრად უფრო მომწიფებულები არიან“- თქვა ვართანიანმა.
ღონისძიება მთლიანად დაეთმო მსოფლიოში მიმდინარე კრიზისს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად ვლინდება. დედამიწაზე 30 მილიონი ადამიანი შიმშილობს და ეს საგანგაშო ვითარება 21-ე საუკუნეში, მოწინავე ტექოლოგიების ხანაში ხდება. გამომსვლელებმა დიდი დრო დაუთმეს საომარი მოქმედებების ზონებიდან გამოქცეული ადამიანების ბედსაც. გაიხსენეს ისიც, რომ წელს ხმელთაშუა ზღვაში 1400 ადამიანი დაიხრჩო, რომელიც მშვიდობიანი ცხოვრების ძიებაში გაემგზავრა ევოპისკენ.
„თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად უყურებენ ამ მდგომარეობას. ისინი სვამენ კითხვას: განა უნდა დავეხმარო სხვას მაშინ, როდესაც მე თვითონაც მიჭირს“? ინიციატივა „ავრორა“ და მასში ჩართული ყველა ადამიანი სწორედ იმ იდეის გარშემოა შეკრებილი, რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია მსოფლიო უკეთესი გახადოს. ამის ნათელი მაგალითი კი შარშანდელი გამარჯვებული – მარგარეტ ბარანკიტსი და წლევანდელი ნომინანტები არიან.
დილიჯანის კოლეჯში დღევანდელ შეკრებაზე არაერთხელ ახსენეს სიტყვა „განათლება“ და ეს სიმბოლურიცაა. მაშინ, როდესაც იორდანიის მთლიანი მოსახლეობის 20 % ლტოლვილია, საბაზისო განათლების მიღებაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს. ავღანეთში კი გოგონებს საერთოდ არ აძლევენ სწავლის უფლებას. ამ პირობებში ეს უკვე ზოგადსაკაცობრიო და არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნის პრობლემას წარმოადგენს.
თუმცა , სკოლამ უნდა მისცეს ადამიანს არა მხოლოდ განათლება , არამედ ჩაუნერგოს ბავშვს იმედი რაც ძალიან კარგად გამოსდის UWC კოლეჯებსა და სკოლებს მთელს მსოფლიოში.
„მოდით ავანთოთ სანთელი ნაცვლად იმისა, რომ ვწყევლოთ წყვდიადი“ – ეს სიტყვები ეკუთვნის „ავრორას“ წლევანდელ ნომინანტს, ჯამილა აფღანის, რომელიც ავღანეთში ქალთა და გოგონათა უფლებებს იცავს.