ამერიკის ხმის ინფორმაციით, ვაშინგტონში სომხეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სომხეთის ახალი მთავრობის მიერ დაწყებულ რეფორმებს მხარდაჭერა სჭირდება .
განხილვების განმავლობაში აღნისნეს, რომ სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუცია” შეიძლება ბევრი ქვეყნისთვის იყოს კარგი მაგალითი. ასევე ხაზი გაუსვეს იმაზ, რომ რევოლუცია მოხდა ქვეყნის შიგა ძალების მონაწილეობით და ნიკოლ ფაშინინს, ვინც ხელმძღვანელი იყო, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა.
განხილვების დროს დანიელ იოანისიანმა, რომელიც საჯარო მოხელეა აღნიშნა, რომ “სომხეთში დღეს ჩვენ გვაქვს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ჩვენთან ერთად დემოკრატიული ღირებულებების გაზიარებას, ადამიანის უფლებების პატივისცემას იცავს.”
სომხეთში ორგანიზაცია Transparency International-ის დირექტორის მოადგილის სონა აივაზიანის განცხადებით, ახალი მთავრობა წინა წლებთან შედარებით ერთადერთია, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ რეალურ ბრძოლას იწყებს.