26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ანსამბლეას 73-ე სესიაში მონაწილე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ელოი დოვოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის.
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, სომხეთისა და მადაგასკარის ურთიერთთანამშრომლობა გაფართოვდა.
მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება.