აშშ-ში სომხეთს ახალი ელჩი ეყოლება

2016 წლიდან, აშშ-ში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გრიგორ ჰოვჰანისიანი სომხეთში დაბრუნდება და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.  მის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ვარუჯან ნერსესიანი დაინიშნება ელჩად. ვარუჟან ნერსესიანს ელჩის წოდება მიენიჭა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის დროს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის გადაწყვეტილებით, ბელარუსში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოლეგ ესაიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად ელჩად არმენ ღევონდიანი დაინიშნა.

hraparak.am

Leave a Reply