აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, იგორ პოპოვის (რუსეთი), სტეფან ვისკონტისა (საფრანგეთი) და ენდრიუ შოფერის (აშშ) შუამდგომლობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის შეხვდრა გაიმართა.

შეხვედრას ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანჯეი კასპრჩიკიც ესწრებოდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში დაიწყო და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები პირისპირი შეხვედნენ ერთმანეთს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის პოზიცია და მიდგომები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ.

მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ დიალოგი, მათ შორის, თანათავმჯდომარეების რეგიონში მომავალი ვიზიტის ფარგლებში.