ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ გლენდეილმა არცახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო. საკრებულომ დისტანციურ სხდომაზე ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც არცახის დამოუკიდებლობას აღიარებს.
რეზოლუცია, რომელიც აღიარებს არცახის დამოუკიდებლობას, გლენდეილის მერმა ვრეჟ აღაჯანიანმა დაწერა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ არცახის რესპუბლიკა (მთიანი ყარაბაღი), ისტორიულად სომხეთის ტერიტორიაა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა ყოველთვის სომეხი იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და აშშ-ის კონგრესს ასევე მოუწოდებენ არცახის დამოუკიდებლობის აღიარებას.
https://www.facebook.com/mfankr/photos/a.2263772827013265/3519778618079340/?type=3
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021