აშშ-ის ელჩი საქართველოში – იან კელი ახალქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

17 მარტს ოფიციალური ვიზიტით ახალაქალაქში, აშშ-ის ელჩი საქართველოში – იან კელი ჩავიდა. ის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა – ინფორმაციას სააგენტო  jnews.ge. ავრცელებს.

აშშ-ის ელჩი ვიზიტის პირველ ეტაპზე ახალქალაქის გამგებელს ედუარდ აღასარიანსა და საკრებულოს თამჯდომარეს – ჰამლეტ მოვსისიანს შეხვდა. იან კელიმ დადებითად შეაფასა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა და დაპირდა მათ, რომ ის  ზაფხულში კიდევ ერთხელ ეწვევა სამცხე-ჯავახეთს და ფარავნის ტბის სილამაზით დატკბება.

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია ახალქალქში. როგორც წესი, დროის უმეტეს ნაწილს თბილისში ვატარებ და რეგიონებში ჩასვლას ხშირად ვერ ვახერხებ. რაც შეეხება დღევანდელ ვიზიტს, შემიძლია ვთქვა, ახალქალაქის გამგეობისა და საკრებულოს თამჯდომარეებთან კონსტრუქციულად ვისაუბრეთ. ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავებაზე და ხელს შევუწყობთ ეკონომიკის განვითარებას“ – განაცხადა იან კელიმ.

Leave a Reply