Latest posts by Aliq Media (see all)
აშშ-ს კონგრესმა მხარი დაუჭერა კონგრესმენ დეივიდ ვალადაოს ინიციატივს, რომელიც მთიან ყარაბაღში მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კონგრესის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები 1,5 მილიონ დოლარს გამოჰყოფს ყარაბაღში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისგან გათავისუფლების სამუშაოების გასაგრძელებლად.
აშშ-ს საგარეო დახმარების ბიუჯეტის საბოლოო კანონპრექტის განხილვა შესაძლოა კონგრესში დღეს საღამოს გაიმართოს, წერს ამერიკის ხმა.
კონგრესმენმა ვალადაომ აღნიშნა, რომ 2000 წლიდან, ყარაბაღის ტერიტორიაზე მოქმედმა ორგანიზაციამ “Halo Trust” დანაღმული ადგილების 90 % უკვე განაღმა.
ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლისთვის ყარაბაღის მთლიანი განაღმვისთვის დაახლოებით 8 მილიონი დოლარი იქნება საჭირო.
“მთიანი ყარაბაღის ოჯახების ნაღმების საფრთხიდან გათავისუფლების აუცილებლობა უდავოა”, – ხაზი გაუსვა ინიციატივის ავტორმა, კონგრესმენმა ვალადაომ.