
Latest posts by Aliq Media (see all)
პარიზში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 98 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული სომეხი არტურ ალექსანიანი გახდა. ფინალში მან გამარჯვება რუსეთის წარომადგენელ მუსა ევლოევზე, ანგარიშით 3:1 მოიპოვა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა.
ნახევარფინალში არტურ ალექსანიანმა ანგარიშით 8:0 უზბეკი რუსტამ ასაკალოვი დაამარცხა, მეოთხედ ფინალში 6:2 ქრთველი რევაზ ნადარეიშვილი, 1/8 ფინალში 10:1 ამერიკელი ტრეისი ჰენქოკი, ხოლო 1/16 ფინალში ანგარიშით 3:1 ირანელი სალეჰიზადე.
არტურ ალექსანიანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2014 და 2015 წლებშიც მოიპოვა. ის ევროპის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულია.