არცახის სახელმწიფო მინისტრი არაიკ ჰარუთუნიანი აქტივისტებს შეხვდა, რომლებმაც ქალაქ სტეფანაკერტის ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.
1-ელ ივნისის საღამოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან დაპირისპირების შემდეგ ათასობით მოქალქე პროტესტის აქციაზე გავიდა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის და პოლიციის უფროსების გადადგომის მოთხოვნით. პოლიციის და პროკურატურას განცხადებით დავის მიზეზი იყო საყოფაცხოვრებო საკითხები.
სახელმწიფო მინისტრი მიესალმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ საზოგადოების მიერ წამოჭრილი საკითხები გამართლებული და დასაბუთებულია. მინისტრის სიტყვებით, ყველა ის საკითხი, რაც გამოთქმული იყო აქტივისტების მიერ, როგორც სახელმწიფო პირების, ასევე მისი პასუხისმგებლობაა. ჰარუთუნინმა აღნიშნა, რომ არცახის პრეზიდენტის ბაკო საჰაკიანის განკარგულების მიხედვით, ყველა პრობლემა დაუყონებლივ უნდა მოგვარდეს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დაპირისპირების ყველა მონაწილე უკვე დაკავებულია, ხოლო უსაფრთხოების სტრუქტურებში გადადგომების საკითხი განიხილება ბაკო საჰაკიანთან ერთად.
გადაწყდა, რომ შეიქმნება 5-6 კაციანი საინიციატივო ჯგუფი და დღის ბოლომდე პრეზიდენტ ბაკო საჰაკიანთან შეხვედრა გაიმართება, სადაც განიხილავენ განვითარებულ მოვლენებს.
აქტივისტები დედაქალაქში აგრძელებენ პროტესტს და პრეზიდენტთან შეხვედრას ელოდებიან.
უფრო გვიან ცნობილი გახდა, რომ 3 ივნისს არცახის პრეზიდენტთან შეხვედრა შედგა, სადაც 1-ელ ივნისს მომხდარი ინციდენტი და დედაქალაქში განვითარებული მოვლენები განიხილეს.