არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო საზოგადოებას არცახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა.
„2020 წლის 27 სექტემბრიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერით არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყეს.
აზერბაიჯანის ფართომასშტაბიან შეიარაღებულ თავდასხმას არცახის რესპუბლიკაზე თან ახლავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, აგრეთვე შეიარაღებული კონფლიქტების დროს გამოყენებული კანონებისა და წესების სერიოზული დარღვევები. კერძოდ, აზერბაიჯანულ-თურქულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა განზრახ დაბომბეს ქალაქები, სოფლები, არცახის სამოქალაქო ობიექტები მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების და განადგურების მიზნით. მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალი მსხვერპლია.
მივესალმებით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიისა და დაძაბულობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ არის მიმართული.
ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყველა მოთხოვნა და მოწოდება ურცხვად არის უარყოფილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ტერორისტული ორგანიზაციების ალიანსის მიერ.
საერთაშორისო საზოგადოებას არცახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას მოვუწოდებთ, არცახის მოქალაქეების სიცოცხლისა და მშვიდობიანი განვითარების უფლების უზრუნველსაყოფად. არსებულ ვითარებაში არცახის საერთაშორისო აღიარება ერთადერთი მოქმედი მექანიზმია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად“, – წერია განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021