13 სექტემბერს, არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბაკო საჰაკიანმა კალიფორნიის შტატის სენატორს ენტონი პორტანტინოს და გლენდეილის მერს ზარეჰ სინანიანს უმასპინძლა.
არცახის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა არცახისა და კალიფორნიის ურთიერთთობების სამომავლო საკითხები განიხილეს.
საჰაკიანმა აღნიშნა, რომ კალიფორნიასთან ურთიერთობების გაღრმავება და გაფართოება არცახის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი მასის მაილიანი და სხვა თანამდებობის პირები.