არცახის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა განაცხადა, რომ ის ფრონტის ხაზზე მიემგზავრება.
”არცახსა და აზერბაიჯანს შორის კონტაქტის მთელი ხაზის გასწვრივ მძიმე ბრძოლები სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. დაბომბეს სამოქალაქო დასახლებები, მათ შორის დედაქალაქი სტეპანაკერტი. საფრთხე ემუქრება ერსა და სამშობლოს. საფრთხე ემუქრება თავისუფლად, დამოუკიდებლად და ღირსეულად ცხოვრების და შექმნის უფლებას ჩვენი მამაცი სომხების სისხლის ფასად განთავისუფლებულ საკუთარ მიწაზე“, – აღნიშნულია არცახის პრეზიდენტის განცხადებაში.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ ის ახლა სპეცრაზმთან ერთად ფრონტის ხაზზე მიემგზავრება „რომ ჩემი წილი ვიბრძოლო, რადგან წინა ხაზზე უფრო ღირებული ვიქნები“.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021