დღეს, არცახის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა საომარი მოქმედებების დასრულებაში რუსეთის შესაძლო როლზე ისაუბრა.
ჟურნალისტების თხოვნას 2016 წლის აპრილის ომთან პარალელების გავლებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის შუამავლობით დასრულდა, არაიკ ჰარუთუნიანმა უპასუხა:
„მაშინ რუსებმა შეძლეს აზერბაიჯანის დარწმუნება და სომხეთისთვის შუამავლობა. დღეს რუსეთი სომხეთსა და ერდოღანს უნდა ესაუბროს. არ ვიცი, რამდენად არიან მზად ისინი ერდოღანთან სასაუბროდ”, – განაცხადა ჰარუთუნიანმა.
”ამ ომში თურქეთის უშუალო მონაწილეობა დამთხვევა არ არის, ის ბოლო რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში არ ჩამოყალიბებულა. თურქეთის ამბიციები სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და სომხეთის მიმართ დიდი ხანია ჩამოყალიბებულია“, – თქვა არაიკ ჰარუთუნიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021