სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს ყაზახეთის ახლად დანიშნულ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან სატელეფონო საუბარი გამართა და მას პრეზიდენტად დანიშვნა მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
არმენ სარგსიანმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციების საფუძველზე, სომხეთსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება გაგრძელდება.
სომხეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, ხოლო მეგობარ ყაზახ ხალხს – მშვიდობა და კეთილდღეობა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021