სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა გუშინ, 11 მარტს, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი მიიღო.
სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, არმენ სარგსიანმა სომხეთსა და ნატო-ს შორის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში თანამშრომლებას მაღალი შეაფასება მისცა.
ჯეიმს აპატურაიმ თავის მხრივ აღნიშნა, რომ სომხეთი ალიანსის სტაბილური და საიმედო პარტნიორია.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სომხეთს „ნატოს კვირეულის“ ფარგლებში ეწვია.
“ნატოს კვირეული” სომხეთში ნატო-ს მოკავშირეების საელჩოების ინიციატივით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021