Latest posts by Aliq Media (see all)
მმართველი, რესპუბლიკური პარტიის მერობის კანდიდატის ტარონ მარგარიანის მიერ მიღებული 71 ხმა, ადგილობრივი დამკვირვებლების აზრით, მოსახლეობის ნებას არ ასახავს.
” ევროპის სამართლის ” ცენტრის ხელმძღვანელმა ტიგრან ეგორიანმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ყველაფერი, რის შესახებაც ვლაპარაკობდით, რაზეც ბატონი საქუნცი საუბრობდა, რის შესახებაც ვცადე ამომწურავად გამეცა პასუხი, არის მტკიცებულება იმისა რომ, თქვენ მიიღეთ „არა“! რომ ეს მათი მიღებული ხმები არ არის. და აქ ლოგიკა, რომ ა-ს ან ბ-ს ქრთამი მისცეს და მან ხმა მისცა რეპუბლიკურ პარტიას, არ მუშაობს“.
ორგანიზაცია “დამოუკიდებელი დამკვირვებლის” წევრი, არტურ საკუნციც იგივე აზრისაა. ცრუ დამკვირვებლები, ამომრჩევლის მოსყიდვის, სხვის მაგივრად ხმის მიცემის მცდელობები – ეს ის დარღვევებია, რომლებიც გუშინ დაფიქსირდა.
“დამოუკიდებელ დამკვირვებელთა” ერთ-ერთი წევრის, დანიელ იონისიანის თქმით, ადამიანებზე ზეწოლა, ქრთამის აღების მცდელობები, ხმის საიდუმლოდ მიცემის პროცედურის დარღვევა, არის ის გარემოებები, რის გამოც მოქალაქე ვერ ირჩევს სასურველ კანდიდატს.