ერევანში, საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დროს რიგი დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია საარჩევნო პროცესზე.
Transparency.am- ის ცნობით, 13:30 საათის მდგომარეობით, არჩევნებზე 75 დარღვევა და 10 ინციდენტი დაფიქსირდა. ყველაზე მეტი დარღვევა ნორქ მარაშის ადმინისტრაციული ოლქის 9/6 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. დარღვევების რიცხვით მეორე ადგილზეა ცენტრის ადმინისტრაციული ოლქის 9/18 უბანი, შემდეგ არაბკირის 4/40 საარჩევნო უბანი.
აღსანიშნავია, რომ პარტია “აყვავებული სომხეთის” წარმომადგენელი ამომრჩევლებს მითითებას აძლევდა. ამავე უბანზე დაფიქსირდა ტექნიკური დარღვევებიც.
“ალიქ მედიის” გადამღები ჯგუფი ერევანში, სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, იმყოფებოდა და შეამჩნია, რომ “აყვავებული სომხეთის” წარმომადგენლები აკრედიტაციის გარეშე იყვნენ უბნებზე. მათ არც აკრედიტაციის ნიშანი ჰქონდათ.
12 საათისთვის, საპატრულო პოლიციის საზოგადოებრივმა საბჭომ “ცხელი ხაზზე” 11 ზარი მიიღო. მიღებული ზარებიდან 2, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან შეკრებილ ახალგაზრდების ჯგუფთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ამომრჩევლებს მითითებებს აძლევდნენ. დანარჩენ 9 შემთხვევაში მოქალაქეებმა მოითხოვეს განმარტებები სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, საარჩევნო უბნების მისამართები და ხმის მიცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინფორმაციო შეკითხვები.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021