25 თებერვალს, მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია თავმჯდომარე არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობითრ უსეთის ფედერაციის ფედერალურ საბჭოს ფედერაციის თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს შეხვდა.
შეხვედრაზე, ვალენტინა მატვიენკომ აღნიშნა, რომ ფედერაციის საბჭოს პლენარულ სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის გამოსვლა გამონაკლისი შემთხვევაა.
ფედერაციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. მათ მშვიდობიან ბუნებას და კონსტიტუციურ სამართლებრივ რეგლამენტთან შესაბამისობას.
სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ მატვიენკოს მოწვევისთვის და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობას მაღალი შეფასება მისცა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021