Latest posts by Aliq Media (see all)
სომეხი ცნობილი მოღვაწისა და ქველმოქმედის მიქაელ არამიანცის ლორის რეგიონის (სომხეთი) ქალაქ ახთალაში მდებარე სასახლე საფრთხის ქვეშაა.
ქველმოქმედის მიერ სასახლე 1900-იან წლებში აშენდა. ის თაიროვების სასახლის გარდა, ერთადერთი შენარჩუნებული სასახლეა სომხეთის ტერიტორიაზე. სასახლეში დასასვენებლად ყოფილან ისეთი ცნობილი სახეები, როგორიცაა სომეხი პოეტი ოვანეს თუმანიანი, ხრიმიან ჰაირიკ სომეხთა კათოლიკოსი, საოპერო მომღერალი შალიაპინი, ლიტველი პოეტი ედუარდას მეჟელაიტისი და ა.შ.
საბჭოთა კავშირის პერიოდში სასახლეში განთავსებული იყო ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერი, სამხედრო ჰოსპიტალი, საბავშვო ბანაკი.
2005 წელს ის სულ რაღაც 1 000 000 200 ათას სომხურ დრამად შეიძინა, შემდგომში პედოფილიის გამო მსჯავრდებულმა, სერობ ტერ-პოღოსიანმა იმ პირობით, რომ სულ მცირე 15 წლის განმავლობაში სასახლე უნდა ყოფილიყო ტურისტული ცენტრი. თუმცა წინა 11 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა არცერთი ინვესტიცია, სასახლე კი დაგირავებულია.
ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ბრძანებით 15 დეკემბრამდე წარდგენილი იქნება სასახლის დანგრევის საკითხის გადაწყვეტის გზები.