28 აგვისტოს, სომხეთში შეიარაღებული პირები საკასაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს არმან მკრტუმიანს თავს დაესხნენ. შემთხვევა ადგილობრივი დროით 22 საათზე ძორაღბიურის დასახლებაში მოხდა.
ავტომატით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პირი არმან მკრტუმიანის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მკრტუმიანმა და მისმა ვაჟმა, თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ შორის, ერთის დაჭრა შეძლეს, ორმა კი გაქცევა მოახერხა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერატიული ჯგუფის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ დაჭრილი თავდამსხმელი გიუმრის მოქალაქე 42 წლის ჰ. რიჟენკო არის, რომელიც ადგილზევე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, სახლის ეზოში ნაპოვნია 16 ცალი კაფსული, AKM-ის ტიპის ავტომატი, სპორტული ჩანთა, რომელშიც წებოვანი ლენტი და მაქმანი იდო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და გაქცეული დამნაშავეების გამოვლენისა და დაკავების სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.