სომხეთში არაბეთის გაერთიანებული ემირატების ელჩმა ჯასიმ მუჰამმად ალ კასიმიმ, საქველმოქმედო ორგანიზაცია Red Cross-თან თანამშრომლობის ფარგლებში სომხეთის ქალაქ გიუმრიში საქველმოქმედო პროგრამა განახორციელა. გიუმრის “შირაკის” ცენტრის დირექტორთან ვაჰან თუმასიანთან თანამშრომლობით, დაახლოებით, 250 მოსწავლეს ტანსაცმელი, ჩანთები და საკანცელარიო ნივთები დაურიგეს.
“ასეთი პროგრამების განხორციელება უწყვეტი იქნება, ჩვენი პროგრამების მთავარი მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვების და ჯანდაცვის სექტორის დახმარება”, – განაცხდა ელჩმა.