“არა სერჟს” სამოქალაქო ინიციატივა სერჟ სარგსიანის პენსიისთვის თანხის შეგროვებას იწყებს. თუმცა შემოწირულობა შეზღუდულია – თითუეულ მოქალაქეს მხოლოდ 10 ან 20 დრამის გაცემის საშუალება აქვს.
9 აპრილს იწურება სერჟ სარგსიანის პრეზიდენტობის ვადა. “დარწმუნებულნი ვართ, რომ პენსიაზე გავა. მეცნიერებთან შეხვედრის დროს, როდესაც მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ფული სჭირდებათ, მან თქვა რომ თვითონაც სჭირდება ფული. ეხლა ჩვენ გვესმის, რომ პენსიაზე გადასვლას აპრიებს და ამისათვის თანხაა საჭირო”,- “ა+1”-ს განუცხადა “არა სერჟს” სამოქალაქო ინიციატივის წევრმა დავით სანასარიანმა.
თანხას 5-6 აპრილს შევაგროვებთ, ერევნის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, კასკადში და მეტროსადგურ ახალგაზრდულთან. 20 დრამი შემოწირულობის შემთხვევაში 50% გადაეცემა სერჟ სარგსიანის ძმას, ალექსანდრე სარგსიანს. “რათა მათ შორის ჩხუბს არ ჰქონდეს ადგილი და დრო არ დაკარგონ. თანხის 50%-ს მივცემთ მას”,- დასძინა სანასარიანმა.
სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ სერჟ სარგსიანი შეუცვლელია, თუმცა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად განცხადება ვინ იქნება პარტიიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ გაკეთებულა.