Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არა ბაბლოინამა მონაწილეობა მიიღო ერევანში, საქართველოს დამოუკიდებლობის 26-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მან მიულოცა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და აღნიშნა:
„ქართულ სომხური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები, ისტორიულად კეთილგანწყობისა და ურთიერთნდობის ძლიერ საფუძვლებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა და განვითარდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, სომხეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის პერიოდული ვიზიტებისა და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს“.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა ბოლო წლებში სომხურ-ქართულ პარლამენტთაშორისი ურთიერთობების აქტივობას: „ჩემი ღრმა რწმენით, ეს ის სფეროა, რომელიც როგორც წარსულში, ასევე ჩვენი მე-6 მოწვევის პარლამენტში, სომეხი საკანონმდებლო ორგანოების ყურადღების ცენტრში იქნება. ჩვენს ახლობელ ქართველ ხალხთან ურთიერთობების გაღრმავება, სომხეთის პარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია“-აღნიშნა ბაბლოინმა.