
Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანი ოფიციალური ვიზიტით 25-26 სექტემბერს საქართველოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრიმიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს.