ერევანში სტუდენტები ჯარში სამსახურის გადავადების უფლების შეზღუდვის გამო გაფიცვებს აგრძელებენ და სასწავლო პროცესს შლიან. 13 ნოემბერს, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიებში შეიჭრნენ და სტუდენტებს მოუწოდებდნენ, რომ პროტესტს შეუერთდნენ.
ლექციების ჩაშლის ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებიც აქციის წინააღმდეგები არიან და მხარს უჭერენ თავდაცვის სამინისტროს, დებატებში გამოიწვიეს.
აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ კანონპროექტს მხოლოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუჭერენ მხარს.
უკვე ერთი კვირაა, რაც ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯარში სამხედრო სამსახურის გადავადების მოთხოვნით უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი აპროტესტებენ სამხედრო სამსახურის შესახებ ახალ კანონპროექტს, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ ის მოქალაქეები მიიღებენ გადავადების უფლებას, რომლებიც დადებენ შეთანხმებას თავდაცვის სამინისტროსთან და სწავლის დამთავრების შემდეგ 3 წლით შეასრულებენ სამხედრო ვალდებულებას. სხვა შემთხვევაში, 18 წლის შესრულებისთანავე ახალგაზრდა ორწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის. სტუდენტები მოითხოვენ, რომ მოქმედი კანონი უცვლელად დარჩეს და ისინი ნისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ და 18 წელი შუსრულდათ ჯარში მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გაიწვიონ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021