აქციაზე 91 მონაწილე დააკავეს, რომელთაგან 37 უკვე გათავისუფლებულია

18 აპრილს ერევანში, ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის საპროტესტო აქციის დროს 91 მონაწილე დააკავეს, რომელთაგან 37 უკვე გათავისუფლებულია.

რამდენიმე საათის წინ, სომხეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ედგარ ჯანოიანმა განაცხადა, რომ დაკავებულია 66 მონაწილე, რის შემდეგაც პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა დაკავება გრძელდებოდა.

შეგახსენოთ, რომ პარლამენტის 17 აპრილის საგანგებო სხდომაზე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩიეს. აქციის მონაწილეები სწორედ სერჟ სარგსიანის ძალაუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას აპროტესტებენ

Leave a Reply