ახალქალაქში, ახალგაზრდები პოლიციის მიერ სისტემატურ დაკითხვას და შემოწმებებს აპროტესტებენ. 7 დეკემბერს, 10:00 საათზე, ქალაქის ახალგაზრდობა ახალქალაქის ცენტრში შეიკრიბა და მოითხოვა, რომ პოლიციამ არ დაკითხოს და დაიბაროს განყოფილებაში ახალქალაქში ჩადენილი ყველა დანაშაულის შემდეგ.
ახალგაზრდული საპროტესტო აქცია მიზნად ისახავდა პოლიციის ქმედებების გაპროტესტებას, თუმცა ისინი საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბნენ. მათ სურდათ, პრობლემების შესახებ ხმა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიეწვდინათ, რათა შესაბამისი ზომები მიიღოს.
დაახლოებით 11:00 საათზე სამცხე-ჯავახეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი სალომე კულჯანიშვილი და ომბუდსმენის აპარატის სხვა თანამშრომლები აქციის მონაწილეებს შეხვდნენ. ისინი დაინტერესდნენ პროტესტის მიზნით და მათ იურიდიული დახმარება შესთავაზეს, ასევე განუმარტეს, რომ შეეძლოთ ომბუდსმენის ოფისისთვის მიემართათ.
აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები, ადმინისტრაციულ შენობაში ახალქალაქის მერთან იურკ ვარდანიანთან შეხვედრას მოუთხოვდნენ, მაგრამ ეს უკანასკნელი შენობიდან გამოდიოდა საკრებულოს სხვა თანამშრომელებთან ერთად. კიბეებზე ჩამოსვლისას მერმა მოისმინა დემონსტრანტების პრეტენზიები და აღნიშნა, რომ მას პოლიციის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება პირველად ესმის.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021