არწვაშენის, არმავირის რეგიონების, დაახლოებით, ასმა აქტივისტმა სომხეთის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლას ითხოვდა.
არწვაშნის რეგიონის მოსახლეობამ 1992 წლის ომის დროს სახლები დაკარგეს და ჭამბარაკში გადასახლდნენ, სადაც ისინი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. არმავირის რეგიონის მოსახლეობა გუბერნატორის გადადგომასაც ითხოვდა.
პროტესტის მონაწილეები პოლიციის ბარიერის გადაკვეთას და მთავრობის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცა. მოგვიანებით მათთან შესახვედრად პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მივიდა.
ფაშინიანმა პოლიციას მიმართა, რომ აქტივისტები სათანადო დაწესებულებებში გადაამისამართონ და მათი საჩივრები განიხილონ.