Armenpress-ის ინფორმაციით, სოფელ გნდევაზისა და ქალაქ ჯერმუკის მოსახლეობამ ამულსარის ოქროს საბადოსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. აქტივისტები საბადოს ექსპლუატაციის წინააღმდეგები არიან.
ისინი ითხოვენ, რომ შეაჩერონ პროექტის განხორციელება და ნებისმიერი სახის დაზღვევას უარყოფენ. აქციის მონაწილეები მთავრობას მიმართავენ, რომ ადგილზე ტურიზმი განავითაროს და ინვესტირება მოახდინოს ამ სფეროში. ისინი მიიჩნევენ, რომ ჯერმუკის რესურსები საკმარისია იმისათვის, რომ ხალხი დასაქმდეს სამთომადნო მრეწველობის განხორციელების გარეშეც.